воскресенье, 10 апреля 2016 г.

VIII დღე

 გავეცანით სხვადასხვა ნიმუშს განსაკუთრებული საჭიროების მოსწავლეებისთვის დასახმარებლად. შევქმენით ჩვენი პროექტის შესაბამისი დამხმარე ნიმუში ასეთი მოსწავლისთვის.
ჩვენი პროექტის პორტფოლიო ავტვირთეთ ,,google drive''- ში და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.

суббота, 9 апреля 2016 г.

VII დღე

 დავასრულეთ პროექტის გეგმის პროცედურებზე მუშაობა.
 ვიმუშავეთ სახელმძღვანელოს მეექვსე მოდულზე. ჩამოვაყალიბეთ, თუ როგორ მოვახდენთ დიფერენცირებული დავალებების მიცემას განსაკუთრებული საჭიროების, არაქართულენოვანი, განსაკუთრებული ნიჭიერების მოსწავლეებისთვის.

воскресенье, 3 апреля 2016 г.

VI დღე

  დავიწყეთ პროექტის  სასწავლო პროცედურების დაგეგმვა. დავასრულეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე მუშაობა.
  გავეცანით, თუ როგორ მოვახდინოთ განმავითარებელი თვითშეფასება, რომელიც დაგვეხმარება შეფასების გეგმის შედგენის პროცესში.
  ვისაუბრეთ  შეფასების რუბრიკებზე. შევქმენით პრეზენტაციის შეფასების რუბრიკები  ჩვენი პროექტის პრეზენტაციისთვის.

суббота, 2 апреля 2016 г.

V დღე

   ვიმუშავეთ ბლოგზე ახალი გვერდის შექმნაზე,  ბლოგის მნახველთა რაოდენობის შესაბამისი დიაგრამის დაყენებაზე, ვისწავლეთ გამოკითხვის გაჯეტის დადება. დავიწყეთ მუშაობა პროექტის განხორციელებისას მოსწავლის ნიმუშის შექმნაზე, რომელიც მოსწავლეს შეუქმნის წარმოდგენას მის მიერ შესასრულებელ სამუშაოზე, ამავე დროს შეუძლია შეცვალოს თავისი შეხედულებისამებრ (პედაგოგთან კონსულტაციით).
  მივიღეთ საშინაო დავალება: მოვიფიქროთ და დავიწყოთ პროექტისთვის სასწავლო პროცედურების აღწერა.