воскресенье, 27 марта 2016 г.

IV დღე

  ვიმუშავეთ სახელმძღვანელოს  მოდული 2-ის მესამე აქტივობაზე. გავეცანით პროექტის დასაწყისში, პროექტის მსვლელობისას და პროექტის დასასრულს შეფასების მეთოდებს.  გავაკეთეთ შესაბამისი ჩანაწერები ჩვენს მიერ განსახორციელებელი პროექტის გეგმის შაბლონში.
 შევასრულეთ:   ბლოგზე სურათის დადება, ვიდეოს ატვირთვა.

суббота, 26 марта 2016 г.

III დღე

   დავასრულეთ მშობლებისთვის ბუკლეტზე მუშაობა.

  ვიმუშავეთ სახელმძღვანელოს II მოდულზე: ჩვენს მიერ განსახორციელებელი პროექტის მისაღწევ შედეგებზე ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით,
  გავეცანით :
 ა)განახლებული ბლუმის ტაქსონომიის და XXI საუკუნის უნარ-ჩვევების შესაბამის ლექსიკას
  ბ) ნიმუშებს, სადაც მოცემული იყო მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების მაგალითები.
  შევასრულეთ ჯგუფური სამუშაო: შევავსეთ ცხრილი, სადაც საჭირო იყო ზოგადი და თემატური კითხვების დასმა.

воскресенье, 20 марта 2016 г.

II დღე

  მოვისმინეთ პედაგოგების მოკლე პრეზენტაციები, მათ მიერ განსახორციელებელი პროექტების შესახებ.
  მოვამზადეთ პროექტის ბუკლეტი, ეს ჩემთვის სიახლეა! მომწონს! ბუკლეტი დამეხმარება, რომ პროექტით დავაინტერესო არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ მშობლები და სასკოლო ცხოვრებით დაინტერესებული პირები.
  ვნახეთ პროექტის შეფასების რუბრიკები, რომელსაც დაწვრილებით გავეცნობი და გავითვალისწინებ პროექტზე მუშაობის პროცესში.

суббота, 19 марта 2016 г.

I დღე

 გავეცანი ინტელის ტრენინგის სახელმძღვანელოს, მივიღე რჩევები ამ სახელმძღვანელოთი სარგებლობის შესახებ.
   გავითვალისწინებ, რომ პროექტი, რომელსაც განვახორციელებ, უნდა გადიოდეს 21-ე საუკუნის მინიმუმ 3 სააზროვნო უნარზე. მომეცა საშუალება, რომ გავეცნო კოლეგების მიერ განხორციელებულ  პროექტებს და გამოვიყენო მათი გამოცდილება ჩემს პრაქტიკაში.